მოსამართლე ჯეირანაშვილისა და გაუპატიურებაში ბრალდებული მაღალჩინოსნების "კოლეგიალური კავშირები"

მთავარი თემა

მოსამართლე ჯეირანაშვილისა და გაუპატიურებაში ბრალდებული მაღალჩინოსნების "კოლეგიალური კავშირები"

2013 ივლ 5 19:21:50

ბრალდებულებს ბრალი ედებოდათ სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში. მიუხედავად ამისა, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა მამუკა ხვედელიანის, სერგო სამსონიძის, ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და გიორგი ლომიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დასაბუთებული განაჩენი ჯერ არ მიუღიათ. განაჩენის მიღების შემდეგ გადაწყდება მისი გასაჩივრების საკითხი.

პროკურატურა სასამართლოსკენ იშვერს ხელს, სასამართლო კი გამოძიების არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. გაუპატიურება-წამებაში გამართლებული პოლიციის მაღალჩინოსნები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, პარალელურად კი ბორჯომში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმრობიდან ახლად გათავისუფლებული პოლიციის ყოფილი უფროსი მოტოციკლეტით გადაადგილდება და ხალხს იარაღით აშინებს. ამ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" კატეგორიულად უარყოფს ხვედელიანის ადვოკატი.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ხვედელიანს ერთ-ერთი დაზარალებული შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს და ამ საქმეს ახლა პროკურატურა იძიებს. დეტალებს ამ საქმის შესახებ, "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დაზარალებულების განცხადებით, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის ხელში რაიმე სამართლის მიღწევა შეუძლებელი იყო. მათივე განცხადებით, ის ვანო მერაბიშვილის ერთგული კადრი იყო სამცხე-ჯავახეთში.

საკმაოდ საინტერესოა გოჩა ჯეირანაშვილის ავტობიოგრაფიული მონაცემები, რომელიც ასე გამოიყურება:

იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე მოცემული მონაცემებით, გოჩა ჯეირანაშვილი 2002 წლიდან 2009 წლის ჩათვლით პოლიციის სტრუქტურაში მუშაობდა.

2002-2004 წლებში მუშაობდა ახალციხის შს რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის არასრულწლოვანთა საქმეების უფროს ინსპექტორად.

2004-2005 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სს სამძებრო სამმართველოს კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორად.

2005-2006 წლებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სს სამძებრო განყოფილების გამომძიებლად.

2006-2007 წლებში ახალციხის რაიონის შს განყოფილების კრიმინალური პოლიციის ჯგუფის უფროს გამომძიებლად.

2007-2009 წლებში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.

ამავე პერიოდში, მამუკა ხვედელიანი გახლდათ სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ბორჯომის სამმართველოს უფროსი.

"გურია ნიუსი" ამასთან დაკავშირებით დაუკავშირდა უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურს. ჩვენი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში:

"მაშინ როდესაც მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად, მამუკა ხვედელიანი იყო ბორჯომის სამმართველოს უფროსი. აღნიშნული უწყება ექვემდებარებოდა იმ უწყებას, სადაც მუშაობდა ჯეირანაშვილი, ანუ საოლქო პროკურატურა უწევდა ზედამხედველობას.

ხომ არ ფიქრობთ, რომ გოჩა ჯეირანაშვილს არ უნდა განეხილა იმ ადამიანების საქმე, რომელიც იმ უწყებას ექვემდებარებოდა, სადაც თავად მუშაობდა და სავარაუდოდ, მათ გარკვეული ურთიერთობები ექნებოდათ ერთმანეთთან?"

უზენაეს სასამართლოში გაგვიცხადეს, რომ ამ საკითხზე მათ კომენტარის გაკეთება არ სურთ.

უწყებათა დაქვემდებარების შესახებ კი მთავარ პროკურატურაში განმარტავენ:

"ბორჯომის პოლიციის სამმართველო არის სამცხე-ჯავახეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს შემადგენელი ნაწილი, ხოლო რაც შეეხება პროკურატურას, პროკურატურა მთელს სამმართველოში ზედამხედველობას უწევს იმ ორგანოებს, სადაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის პოლიციასაც."

სტრუქტურულად, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაც ზედამხედველობას უწევდა სამცხე-ჯავახეთის პოლიციას, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო ბორჯომის პოლიცია.

აქედან გამომდინარე, რთული დასაჯერებელია, რომ ჯეირანაშვილსა და ხვედელიანს შორის თუ ახლო მეგობრული არა, კოლეგიალური ურთიერთობები მაინც არ ყოფილიყო.

გოჩა ჯეირანაშვილი ძალიან მალევე, 2009 წელს დაინიშნა წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინებული იყო ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამავე წლის აპრილიდან ის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

სწორედ მისი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში "მოღვაწეობდა" პოლიციის სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანიც და ყველა ის ფაქტი, რაზედაც პროკურატურა პოლიციის მაღალჩინოსნებს უყენებდა, სწორედ ამ პერიოდში ხდებოდა.

ჩვენი წყაროს ცნობით, გოჩა ჯეირანაშვილი დაახლოებული პირი იყო ვანო მერაბიშვილის ყოფილ მოადგილესთან, ამირან მესხელთან, რომელიც ამჟამად ძებნაში იმყოფება.

ამირან მესხელი ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო წლების განმავლობაში, ის მერაბიშვილის მარჯვენა ხელად ითვლებოდა. მესხელი კურატორობდა უშიშროების სამსახურს, მას ემორჩილებოდა სოდ-ი, კუდ-ი და სხვა კიდევ რამდენიმე დეპარტამენტი. მესხელი მონაწილეობდა სვანეთში ევგენი აფრასიძის ოჯახის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ამ სპეცოპერაციის ჩატარების დროს, 24 მარტს ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მესხელი კი მისი მოადგილე.




 ახალი ამბები
  • საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის"  მე-3 მუხლის შესაბამისად,  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა  ერთიან სიაში შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო. დღეს, 2020 წლის 27 იანვარს, საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ორ პირს - ვიქტორ ახალბედაშვილს და პაატა გაბელიას გაესაუბრა. მათ საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს საქართველოს პროკურატურის განვითარების ხედვა, სტრატეგია  და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს. გასაუბრების პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, გასაუბრების პროცესი  საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - pc.gov.ge  და საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე   ,,ლაივ სტრიმით" გადაიცემოდა. საპროკურორო საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს  გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას, დღეს, 11:00 საათზე გააგრძელებს. ... ...
  • ყველაზე სუფთა ქალაქი და მუნიციპალიტეტი ზუგდიდი გახდასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ყველაზე სუფთა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ტიტულები ზუგდიდმა მოიპოვა, ზუგდიდსავე ხვდა ყველაზე სუფთა სოფლის ნომინაციაში გამარჯვებაც, სადაც სოფელმა ორსანტიამ გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ. მიმდინარე წელს, კონკურსი მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის მონაწილეებმა ორგანიზატორებს საკონკურსო პერიოდში წარმოუდგინეს ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები.  კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის  ნომინაციების გამარჯვებულები. კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. ... ...
  • განზრახ მკვლელობის მცდელობა თბილისში - „სპარის“ თანამშრომელი დაჭრესთბილისში მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა  ლუბლიანას ქუჩაზე მოხდა. 24 წლის ახალგზარდა ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემქრება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარკეტი "სპარის" კონსულტანტს, ორი დღით ადრე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, დანით სხეულზე ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დასაკეცი დანა, ასევე, პნევმატური პისტოლეტი და  გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი  ტროტუარზე ავარდა და მცირეწლოვანს და მის ბაბუას დაეჯახა. ბავშვი ადგილზევე დაიღუპა, ბაბუის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნებალევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. მისივე განმარტებით, ეს არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს. POშთV-ს ეთერში იზორიამ თქვა, რომ დაზვერვის სამსახურიდან წასვლაზე განცხადება 23 იანვარს დაწერა და პრემიერმინისტრს 24 იანვარს გადაუგზავნა. მისივე განცხადებით, გერმანიაში მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია და ის გერმანიაში ჩასვლას თებერვლის მიწურულს ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...