ბახმაროში განუკითხაობის საზღვრები კანონიერი საკუთრების სიღრმეში მიიწევს

მთავარი თემა

ბახმაროში განუკითხაობის საზღვრები კანონიერი საკუთრების სიღრმეში მიიწევს

2019 სექ 18 10:30:30

დღეს, გურიაში, ბახმაროსა და გომისმთაზე უკანონო მშენებლობები აღარავის უკვირს. ამ თემაზე გამუდმებულმა საუბარმა საპირისპირო შედეგიც გამოიღო და ყველანაირი ცინიზმის ზღვარიც კი გადალახა _ რაც უფრო მეტად ვწერთ, უფრო მატულობს განუკითხაობის პროცესი. უფრო მეტიც, არის ფაქტები, როცა უკანონო მშენებლობების გარდა, დაკანონებულ, ელექტრონულად რეესტრში დაფიქსირებულ ნაკვეთებშიც იჭრებიან და გაფრთხილების მიუხედავად, აშენებენ სხვადასხვა ტიპის ნაგებობებს.

ფაქტი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ბახმაროში, გურიის ქუჩაზე, 100 კვმ. მიწის ფართის მფლობელ თეიმურაზ სერგეევის კუთვნილ ნაკვეთზე შეჭრას ეხება.

თეიმურაზ სერგეევმა გურიის ქუჩაზე 100 კვმ. მიწის ფართი 2014 წელს შეიძინა. ადრინდელ მეპატრონეს, ფოთელ მერაბ კორტავას მიწის ნაკვეთი კანონიერ მფლობელობაში ჰქონდა, საჯარო რეესტრში ელექტრონულად გაფორმებული. სერგეევმაც მაშინვე საჯარო რეესტრს მიმართა და თავადაც კანონის სრული დაცვით გაიფორმა. როგორც თვითონ ამბობს, არც არასდროს წარმოედგინა, თუ ვინმე დაუკითხავად, დღისით, მზისით მის საკუთრებაში რაიმეს დადგამდა.

_ მშრომელი ადამიანი ვარ. საკუთარი გარჯით ნაგროვები თანხით შევიძინე ეს ფართი. მინდოდა, შვილებისთვის სამომავლოდ პატარა კოტეჯი დამედგა. აბა, ვისთვის და რისთვის ვწვალობთ ადამიანები, თუ არა შვილების მომავლისა და კეთილდღეობისთვის? ახლახან, 1 სექტემბერს, ჩემმა მეგობარმა, რომელიც ბახმაროში დასასვენებლად იმყოფებოდა, შემატყობინა, რომ ჩემს კუთვნილ ნაკვეთში ორმო ამოიღეს და რაღაცას დგამდნენ. სასწრაფოდ დავურეკე ბახმაროს დირექტორს დავით საჯაიას და ვთხოვე, ეს ფაქტი დაუყოვნებლივ აღეკვეთა. თუმცა, აღკვეთის ნაცვლად, შიგ სასწრაფოდ ჩაუდგამთ მრიცხველი და აი, დღეს აქ ამოვედით, რომ პოლიციას მივმართოთ, _ გვეუბნება საკუთარ მიწის ნაკვეთთან მდგომი თეიმურაზ სერგეევი.

მის საკუთრებაში, კერძო კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიასთან" შეთანხმებით მომუშავე შპს "აპექსმა", რომელიც გამრიცხველიანებას ახდენს ბახმაროში, მრიცხველი დადგა.

_ ვერ დავიჯერე, სანამ ადგილზე არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვნახე. თან აქეთ მიმტკიცებენ, რომ ჩემი არ არის, მეკითხებიან, მაქვს თუ არა მესაკუთრის დამადასტურებელი სრული და ახალი სტანდარტით გაკეთებული დოკუმენტი. ეს ყველაფერი ხელთ მაქვს.

აქვე შევნიშნავთ, რომ იქ შემთხვევით მოსულმა, მეზობლად მდებარე კოტეჯის მეპატრონემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლია ჩიგოგიძემ, რატომღაც მტკიცებით ფორმაში დაუწყო საუბარი სერგეევს, რომ ეს საბუთები ფიქტიურია: "ასეთი ჩემ ქმარსაც აქვს, მაგრამ არ დაუმტკიცეს, ეს ფიქტიურია, ასე ვიცი..." _ ამბობდა ჩიგოგიძე, თუმცა, სერგეევის კუთვნილი, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ნამდვილია.

თეიმურაზ სერგეევმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. პოლიციის წარმომადგენლებმა ყურადღებით მოუსმინეს სერგეევს, თავადაც სცადეს საჯაიასთან დაკავშირება და თქვეს, რომ ის ახლა ადგილზე არ იმყოფება.

_ საჯაია არ გვპასუხობს. როცა მრიცხველის დადგმამდე დავუკავშირდი და ვაცნობე ჩემამდე მოსული ინფორმაცია, რომ საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე ამოიღეს ორმო და ვითხოვე, არ დაეშვა ეს უკანონობა. თუმცა, საპირისპირო შედეგს აგერ ხედავთ. არც ახლა მპასუხობს, _ გვითხრა თეიმურაზ სერგეევმა, რომელმაც ჩვენ თვალწინ არა ერთხელ დაურეკა კურორტის დირექტორს, თუმცა, საჯაიამ არც მის, შემდეგ არც ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

_ რა დამოკიდებულებაა ეს? ადამიანის გაგიჟება სურს ვინმეს? მეც ხომ შემიძლია ახლა, თუ ვიკადრებ, მოვგლიჯო ამ ცხელ გულზე ეს მრიცხველი და ხრამში გადავუძახო? მაგრამ ადამიანი ვარ და კანონს ვცემ პატივს, წესიერად მინდა, სიმართლე გავარკვიო და ამ სიმართლის გარკვევისას, რიგით მოქალაქეს დირექტორმა არც ერთხელ არ უნდა მიპასუხოს? რატომ ვიწანწალო ახლა სასამართლოებში, როცა ამის არც სურვილი და არც დრო მაქვს?_ ამბობს სერგეევი.

ადგილზე მოსულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათ იციან გამრიცხველიანების პროცესის შესახებ, თუმცა, კონკრეტული მიწის ეს ფართი თუ სერგეევის საკუთრება იყო, არ იცოდნენ.

პატრულმა პოლიციელმა, ლევან ვარშალომიძემ სერგეევს აუხსნა, რომ მას უნდა დაეწერა განცხადება ჩოხატაურის პოლიციაში, მანამდე კი ადგილზე ახსნა-განმარტება, თუ რა მოხდა.

სერგეევთან ერთად დაკითხეს მისი მეგობარი გოგი გოგუაძე, რომელიც უშუალო თვითმხილველი გახდა, თუ როგორ ამოიღეს ორმო მრიცხველის დასადგმელად სერგეევის ნაკვეთზე:

_ როცა ამ ფაქტს შევესწარი, ყველას ვუთხარი, რომ ეს სხვისი საკუთრება იყო და შეჩერებულიყვნენ. ასევე, შევატყობინე თეიმურაზს. თუმცა, ჩვენი სწრაფი რეაგირების მიუხედავად, მეორე დღესვე ისე ჩადგეს მრიცხველი, თითქოს არც არაფერი გაეგონოთ, _ ამბობს გოგუაძე "გურია ნიუსთან".

თემურ სერგეევი იქვე ტელეფონით ესაუბრა "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებს. მათ თქვეს, რომ პასუხისმგებლები არ არიან მშენებლობის პროცესზე და ამ დროს წარმოქმნილ გაუგებრობებზე:

_ ჩვენ როცა ჩავიბარებთ ობიექტს, მხოლოდ ამის შემდეგ ვართ მასზე პასუხისმგებელი, _ თქვეს მათ ჩვენთან საუბარშიც.

ამჯერად სატელეფონო ზარზე არც "აპექსის" წარმომადგენლებმა გვიპასუხეს.

"გურია ნიუსი" შპს "კურორტ "ბახმაროს" დირექტორს დავით საჯაიას ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ იცის.

_ ეს ადამიანი პოლიციაში და სადღაც სირბილს, მოსულიყო, ეთქვა _ ეს საქმე უფრო ადვილად მოგვარდებოდა. კერძო ლიცენზიანტს მისი ინტერესი ხომ არ აქვს? გამიჯნული არ არის დღესაც ეს ნაკვეთი. ქვებით მონიშნული რას ნიშნავს? ბახმაროში უამრავი ქვაა.

_ ბატონო დავით, ისინი ამბობენ, რომ არა ერთხელ დაგირეკეს, გთხოვეს და არ დაეხმარეთ. ჩვენ დღის განმავლობაში სერგეევთან ერთად ვცადეთ დაგკავშირებოდით, მაგრამ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეთ...

_ სულ ჩართულია ჩემი ტელეფონი. შეიძლება, ერთი საათით გასული ვიყავი ისეთ ადგილზე, სადაც არ იჭერს.

_ საღამომდე იქ ვიყავით და გირეკავდით. ზარი გამოდიოდა...

_ მეორე დღეს მოსულიყო. მოვიდეს. ჩემს კომპეტენციაში რაც შედის, ყველანაირად დავეხმარები. მაინცდამაინც პოლიციაში უნდა წავიდეო და... შეიძლება კორექტირება იქ, სამი-ოთხი მეტრით. სხვა შემთხვევებიც იყო ასეთი და გადასწიეს. საქმე იმაშია, რომ კაბელები უკვე ჩაყრილია.

_ სერგეევის მეგობარი გოგი გოგუაძეც ამბობს, რომ მრიცხველის დადგმამდე შეგატყობინათ თქვენც და "აპექსის" ხელმძღვანელებსაც, თუმცა, მრიცხველი მაინც ჩადგეს. ადგილზე პატრული გამოიძახეს და არც მაშინ უპასუხეთ. მეც იქ ვიყავი. სხვა გზა რომ არ დარჩათ, პოლიციას მიმართეს.

_ მოვიდეს ეს ადამიანი, გამიჯნოს ნაკვეთი. შეიძლება კორექტირება. მე დავეხმარები, სანამდეც ჩემი კომპეტენცია მაძლევს უფლებას. მე გუშინაც ვიყავი მაგ ადგილზე და გამიჯნული არ არის.

_ ანუ საქმის კურსში ხართ...

_ ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. სხვა გზა რომ აერჩია, უფრო ადვილად მოგვარდებოდა. მე სულ აქ ვარ. ადგილები რომ არ აქვთ გამიჯნული, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება, დაემთხვეს და მოხდება კორექტირება, სამი-ოთხი მეტრის დაშორებით.

მე სამსახურებრივად ეს ნაკლებად მეხება, თუმცა, რაკი მოქალაქის კერძო საკუთრებაა და მისი ინტერესი ილახება, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. ამოვიდეს ეს ადამიანი, მნახოს და მოვახდინოთ გამიჯვნა. მე სულ აქ ვარ, _ გვითხრა საჯაიამ.

დღეისთვის თეიმურაზ სერგეევს პოლიციაში აქვს განცხადება შეტანილი. "გურია ნიუსი" თვალს მიადევნებს, როგორ დასრულდება აღნიშნული პროცესი.




 ახალი ამბები
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტესოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტეს. შენობაში განთავსებულია მაჟორიტარი-დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიურო, სადაც ალეკო ელისაშვილის აქცია უნდა დაიწყოს. ელისაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე ერთი აქცია ჩოხატაურის ბაზარში გამართეს. "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" _ ასე ქვია ელისაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ... ...
  • "მთელი მისი ნარატივი იყო, დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო" _ ნინო წილოსანი ელისაშვილზესამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. "დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხტაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო. - ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს.- არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ანვითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა. - რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ეხლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს, შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ეხლა - სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია , ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შშემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს.კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ავითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე!! მასე გააგრძელე, ბატონო ალეკო, შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ ვინც დაგიჯერებს, _ წერს ... ...
  • "არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას" _ ალეკო ელისაშვილიჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამ წუთებში მართავენ კამპანიას "ვამხილოთ გურული ფეოდალები". ისინი ბაზარში მყოფ ადამიანებს ესაუბრებიამნ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობის შესახებ და თანამდებობაზე მყოფ დეპუტატებს _ არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ადანაშაულებენ, რომ ისინი ხალხზე არ ზრუნავენ.  როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "გურია ნიუსთან" განაცხადა, არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. "ისინი მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე! არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას", _ გვითხრა ელისაშვილმა. ამ წუთებში სამოქალაქო მოძრაობის ჩოხატაურელ მოსახლეობასთან შეხვედრა დაპირისპირების ფონზე ... ...
  • "ეს გააკეთა მერმა და არა წილოსანმა" - დაპირისპირება ჩოხატაურის ბაზარშიალეკო ელისაშვილის და მისი გუნდის შეხვედრა ჩოხატაურის ბაზარში დაპირისპირების ფონზე ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...