"ჩვენი მისია და მიზანი ადამიანის გვერდით დგომა და სიცოცხლის გადარჩენაა!" (R)

მთავარი თემა

"ჩვენი მისია და მიზანი ადამიანის გვერდით დგომა და სიცოცხლის გადარჩენაა!" (R)

2019 სექ 29 14:48:38

2019 წლის 27 სექტემბერს, "მედალფას" ოზურგეთის კლინიკის საკონფერენციო დარბაზში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევის მეთოდებისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია შედგა.

სტუმრები კლინიკის დირექტორმა დავით მდინარაძემ წარადგინა .

"8 წელია, კომპანია "მედალფა" საქართველოში მოღვაწეობს და უფრო კონცენტრირებულად ის გურიაშია წარმოდგენილი. 2011 წელს გაიხსნა ოზურგეთის კლინიკა და დღემდე ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა.

ამჟამად კომპანია ხუთი მრავალპროფილიანი კლინიკით არის წარმოდგენილი, რომელშიც ფუნქციონირებს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული განყოფილებები. ეს კლინიკები ფუნქციონირებს კასპში, ბათუმში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. ასევე ქსელის შემადგენლობაში შედის თბილისისა და მახინჯაურის პოლიკლინიკები. რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში? მხოლოდ ერთი ფაქტი _ მილიონ 188 162 ვიზიტორს მიეცა საშუალება, მიეღო მომსახურება!

ეს კი საკმაოდ დიდი რიცხვია და მრავლისმეტყველი!

არსებობს სტატისტიკა, აქედან რამდენი იყო ამბულატორიული ვიზიტი, რამდენი _ სტაციონარული, რამდენი _ კვლევა და ქირურგიული ოპერაცია! ოზურგეთი იყო ერთ-ერთი ლიდერი საკეისრო კვეთის ყველაზე დაბალი და ასევე სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით! ჯანმრთელობაზე ზრუნვა "მედალფამდეც" იყო გურიაში და მერეც. ახლა ჩვენი უმთავრესი მიზანი ამ ძლიერი კოლექტივის გვერდით დგომაა. ჩვენ ვცდილობთ, მეტი თანადგომა გამოვუცხადოთ მათ", _ ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება და მიზანი გურული კოლეგებისადმი ჰოსპიტალურ ქსელ "მედალფას" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ამბროლიანმა.

ზოგი რამ ჰოსპიტალური ქსელის ბოლო მიღწევებიდან: "მედალფას" ჩოხატაურის კლინიკა 2017 წელს გაფართოვდა და კვლავაც იგეგმება სერვისების გამრავალფეროვნება. რაც შეეხება ლანჩხუთის კლინიკას, რომლის გაფართოებაც ასევე იგეგმება, გასულ წელს იქ სამშობიარო განყოფილება გაიხსნა, რომელიც თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი.

რაც შეეხება აპარატურას _ დღეისთვის მედიცინა 50%-ით დამოკიდებულია პერსონალზე და იგივე თანაფარდობით _ აპარატურაზე. ძირძველი იაპონური კომპანია "Hitachi" , მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი წამყვანი ბრენდია, რომელიც დღემდე არ იყო წარმოდგენილი საქართველოში. დღეს კი გურიის სავიზიტო ბარათად შეიძლება გამოვყოთ "Hitachi"-ის წარმოების კომპიუტერული ტომოგრაფის 2018 წლის მოდელი, რომელიც ოზურგეთის კლინიკაშია დამონტაჟებული! ასევე, აქ წარმოდგენილი ულტრაბგერითი აპარატი არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. მომავალში კიდევ იგეგმება სერვისების გაფართოება და ახალი კორპუსის მშენებლობა, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, მიიღოს მეტი მომსახურება!

კომპანია "Hitachi"-ის შესახებ "ინტერმედსერვისის" სამედიცინო აპარატურის მენეჯერმა ალექსანდრე ლაბაძემ ისაუბრა. როგორც კომპანიის ექსკლუზიურმა წარმომადგენელმა, მან თქვა, რომ ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ მაღალტექნოლოგიურ აპარატურათა მწარმოებლების საერთაშორისო გამოფენაზე და ფეხდაფეხ მიყვებიან მსოფლიო სიახლეებს.

მედალფას კლინიკებში სხვადასხვა პათოლოგიათა ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ხარისხის იაპონური სტანდარტის შესაბამისად არის შესაძლებელი თავის ტვინის, გულმკერდის და შუასაყრის, მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოთა, ხერხემლის, სისხლძარღვების, აორტისა და ფილტვის არტერიების, რბილი ქსოვილების კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით და კონტრასტის გარეშე! და ყოველივე ეს "Hitachi Supria 16"-ის მეშვეობით!

პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო "Philips Affinity 70"-ის უახლესი თაობის ულტრასონოგრაფიული კვლევის აპარატის შესაძლებლობებს, რომელიც დღეისთვის ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული ამ სფეროში!

ყოველივე ეს კი ჩვენთან, შინ, "მედალფას" ოზურგეთის კლინიკაშია შესაძლებელი!

(R)




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?