"გამარჯობა, ოზურგეთო! უპატრონოთა სახლში გავიზარდე, თუმცა, ახლა შენ ხარ ჩემი სახლი!"

მთავარი თემა

"გამარჯობა, ოზურგეთო! უპატრონოთა სახლში გავიზარდე, თუმცა, ახლა შენ ხარ ჩემი სახლი!"

2019 ნოე 7 11:09:55

ოზურგეთელი მეეზოვე ნატაშა მიხაილოვა, ბოლო ათი წელია, მშობლიური ქალაქის ცენტრალურ ნაწილში _ „ჭადრების ბაღის“, თეატრის და იუსტიციის სახლების მიმდებარე ტერიტორიას გაცისკრებისთანავე თავს დატრიალებს და არც გამვლელ-გამომვლელისთვის სალამის თქმა თუ მისებური „ჩესტის“ აღება ავიწყდება. მუდამ ღიმილით და უბრალოებით ნასაზრდოებ ხასიათს, უტყუარი და თბილი გამოხედვა უდასტურებს.

_ ტოროლა? მე ვარ ტოროლა? არა, მე ნატაშა ვარ! გალობა რა ვიცი მე _ ქალაქს გისუფთავებთ და თქვენ იმღერეთ, იცეკვეთ. ჭადრების ბარის „გადია“ ვარ, ხომ იცით? მიყვარხართ! მე ეს ფოთლების გროვაც მიყვარს, მოხვეტვას რომ ვერ ავუდივარ, მაგრამ ხოm არ შევინახავ? _ გულიანად იცინის და ცოცხს უფრო აჩქარებით უსვამს მიწას, რომ ყველანაირ ბონდოს და ბალახბულახს გროვებად მოუყაროს თავი. თუმცა, ნოემბრის წყალობით, ჭადრის ფოთლები თავზე კვლავ აცვივა მოგონებებივით....

 _ ოზურგეთში დავიბადე, თუმცა, სულ პატარა ვიყავი, როცა დედამ მე და ჩემი ძმები სოფელ ქურთაში, უპატრონო ბავშვთა სახლში მიგვიყვანა. ასე ქვიოდა მაშინ იმ დაწესებულებას, სადაც მეექვსე კლასამდე ვიზრდებოდით. უჭირდა, ალბათ, თორემ რატომ მიგვიყვანდა? ხშირად არა, მაგრამ ახერხებდა ჩვენს ნახვას. ისე, ქურთადან გაპარვაც მინდოდა, გაძლება გამიჭირდა... მერე ასეთივე ბავშვთა სახლში ბათუმში გადაგვიყვანეს. 15 წლის რომ გავხდი, დავბრუნდი ოზურგეთში. მუშაობა აბრეშუმის ფაბრიკაში დავიწყე. ძმისშვილები გავზარდე და მას შემდეგ ვარ აქ, თქვენთან.

უპატრონოთა სახლში გავიზარდე, მაგრამ ახლა ეს ქალაქია ჩემი სახლი. დილა რა დილაა, თუ მზეს არ შემოვასწარი ამ ქალაქში და გულში მაინც არ ვთქვი _ გამარჯობა, ოზურგეთო! აბა, ხმამაღლა რო ვიძახო, გააბდლებულა ჩვენი ნატაშაო, იტყვიან. მზეს უნდა დავასწრო, უნდა მოვუსუფთავო მოედანი, რომ სხივები ჩენჩოში არ ჩაფინოს_ სიცილ-სიცილით გვიტოვებს საკუთარ აზრებს და ცოცხით ხელში წინ მიიწევს.

_ გაჩერდი, ერთი წუთით, ფეისბუკიდან გესალმებიან, ნატა!

_ მე არ ვიცი ფეისბუკი...

_ ჩვენ დავწერეთ შენზე. ბევრი ადამიანი მოკითხვას გითვლის. თბილისიდან ოზურგეთელი გულიკო ლომჯარია გესალმება, „გურია ნიუსმა“ მომიკითხოს ჩვენი ნატაშაო..

_ ვახსოვარ გულიკოს? _ ცრემლების შეჩერება შეძლო ჭადრების ბაღის „გადიამ“ , გრძელტარიანი ცოცხი გულზე მიიბჯინა და ორივე ხელი ისე მოიმარჯვა, თითქოს ვიღაცას გულში იკრავდა.

კითხვაზე, რამ განაპირობა მასში უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რომელსაც ქალაქის დასუფთავებისთვის იჩენს, ჩვეული თვალის მოხუჭვით და ალალი ღიმილით გვპასუხობს _ შეპყრობილი ვარ სიხარულით, სითბოთ... მიყვარს ყველა და ყველაფერიო, ამბობს და გულზე გაშლილ ხელის გულს იდებს.

_ ეე, ჩემდენი გასაჭირი ვის უნახავს? მაგრამ არც გულში, არც თვალში და არც ყურში ცუდისთვის ადგილი არ მაქვს. არც მკითხოთ ცუდ ამბებზე, რაც გადამხდენია. ერთს გეტყვით, ქურთაში „გრუბი“ ადამიანების სახეები მზარავდა. ეს იყო ის, რამაც განმკურნა ყველაფერი ცუდისგან და სულ ღიმილიანი, თბილი სახეები მომანდომა, აი, პირიდან სულ რომ შაქარი და იუმორი გადმოსდის ჩემი გურულებივით. აბა, როგორ?! დილაადრიან რომ მეგებებიან, პრივეტ, ნატაშ!, საით მირბიხარო... სად წავალ ისე ამ ორმეტრიან ტარზე წამოცმული ცოცხით? აგერ ჩვენს ბაღში, ოქროებო, _ ხითხითიც ეხერხება „გადიას“ და უნებლიედ, თვალწინ დიდი ვაჟას კეთილშობილი ესტატეც ცოცხლდება, თანასოფლელებთან რომ ენაკვიმატობს, სად მივალ და იერუსალიმში, ამ ჩემი ჯაგლაჯა ცხენით განჯა-ერევანს ხ0მ არ წავალ, კატის მანძილი საბძელიაო..

ნატაშა მიხაილოვა, იგივე ტოროლა, იგივე „ჭადრების ბაღის „გადია“, ოზურგეთში 1953 წელს დაიბადა. ბიოგრაფიის იმ 15 წლიანი მონაკვეთის გარდა, რაც თავად გვიამბო, აქ გაატარა. ძმა ადრე გარდაეცვალა და ობოლი მცირეწლოვანი ძმისშვილების გაზრდა იტვირთა. ახლა ერთ-ერთი ცოლშვილიანია და რუსთაველის ექვს ნომერში ერთად ცხოვრობენ. საკუთარი ოჯახი კი არ შეუქმნია.

_ კითხვა უნდა? კარგი ურთიერთობა რომ არ გვქონდეს, ერთად როგორ ვიცხოვრებთ? გვიყვარს ერთმანეთი და მორჩა! _ ამბობს ის ძმისშვილებზე.

საბჭოეთის დაშლის შემდეგ, აბრეშუმის ფაბრიკიდან ჟურნალ-გაზეთების დისტრიბუციას მიჰყო ხელი და თავს ასე ირჩენდა. 20 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, „გურია ნიუსის“ დაფუძნებისას, ჩვენი პირველი დისტრიბუტორიც იყო. მერე დასუფთავების სამსახურში გადაინაცვლა და ბოლო ათი წელია, საკუთარი არსებობით, არათუ ნაგვისგან, ყველანაირი უარყოფითი აურისგან ასუფთავებს ოზურგეთელთა სულსა და გულს. მან საკუთარი თავი უკვე დაიმკვიდრა ოზურგეთის საპატიო მცხოვრებად. ოფიციალურ წოდებას კი, ალბათ, დრო დადგება და მიიღებს!

ნატაშა მიხაილოვას, რომელიც ყოველ დილას მუდამ სხვათა გასახარად იწყებს, განსხვავებით ყველა რესპონდენტისგან, რაც დღემდე გვყოლია, დამშვიდობებისას, ხელახლა კითხვას ვუსვამ:

_ როგორ ახერხებ, რომ სულ კარგ ხასიათზე ხარ?

__მაგას რა დიდი ამბავი უნდა? აი, შიგნით ცუდ არაფერს არ ვიტოვებ. სახლში ნაგავს ხომ არ იტოვებთ? სულ ყრით, ჰო? ჰოდა, გაუშვით, გადაყარეთ, არ მიიღოთ ცუდი. მასე ადვილი, ნეტა, ამ ბაღის დასუფთავება იყოს. საგულდაგულოდ თუ მოასუფთავებ, მთლად იოლად ვერ გამოხვალ, _ მაინც საყვარელი საქმეზე აქცენტით დაასრულა ჩვენთან საუბარი ოზურგეთელმა კოლორიტმა, ქალბატონმა, რომელმაც ქალაქის მცხოვრებთა გულებში საკუთარი ადგილი თავისთავადობით დაიმკვიდრა.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?