"ივანიშვილო, შენი დედა მო...ან!" _ ხელისუფლების მაგინებელი თანამშრომლები და გასაშვებად გამზადებული "ოცნების" მომხრეები

მთავარი თემა

"ივანიშვილო, შენი დედა მო...ან!" _ ხელისუფლების მაგინებელი თანამშრომლები და გასაშვებად გამზადებული "ოცნების" მომხრეები

2019 სექ 13 10:49:02

ოზურგეთის მერმა რეორგანიზაცია დაიწყო _ შესაბამისის გაფრთხილებები კონსტანტინე შარაშენიძემ უკვე დაარიგა.

რეორგანიზაცია ეხება ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურს; სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურს; ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს; განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურს; სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურს; არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურს; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.

როგორც გავარკვიეთ, შარაშენიძეს სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურთან გაერთიანება სურს; ხოლო სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურიდან ზედამხედველობის ფუნქციების გამოყოფა და ზედამხედველობის სამსახურის შექმნა უნდა.

მერიის ბევრი თანამშრომელი ამბობს, რომ შარაშენიძემ რეორგანიზაციის გადაწყვეტილება კონკრეტული პირების სამსახურის უფროსებად დასანიშნად და მისთვის არასასურველი ხალხის სახლში გასაშვებად დაიწყო:

_ უკვე წინასწარ ცნობილია, ვინ წავა სახლში. ოზურგეთის მერი, რეორგანიზაციის შედეგად მობილობაში გადაიყვანს ან დააქვეითებს იმ პირებს, რომლებიც მის მხარდამჭერებად არ ითვლებიან _ ანუ, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს. ადამიანებს, რომლებიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სახელისუფლებო კანდიდატს უჭერდნენ მხარს და შარაშენიძისთვის არასასურველი კადრები არიან, _ ამბობენ მერიის თანამშრომლები, რომლებსაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ სურთ.

რაც შეეხება სამსახურის უფროსების კანდიდატურებს _ მერთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ „შარაშენიძე შევარდნაძის და შემდგომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსნების დანიშვნას აპირებს“:

_ შარაშენიძე იმ კადრებს აწინაურებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაღალ თანამდებობებზე იყვნენ და „ოცნების“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. გადახედეთ მის მიერ უკვე დანიშნულ კადრებს და დასკვნებს თავად გამოიტანთ. ალეკო მამეშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების დავალებების უტყვი შესრულებელი იყო საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს, შარაშენიძემ სამსახურის უფროსად დანიშნა. მ

ის წარმომადგენლებად, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებად სულ „ნაციონალები“ ჰყავს. ახლა, ირინა ინარიძისთვის, რომელიც 2012 წელს ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი იყო და პედაგოგებს პოლიტიკური ნიშნითაც კი ათავისუფლებდა, სამსახურს ქმნის _ სავარაუდოდ, კულტურის და სოციალურ სფეროს ჩააბარებს. ასევე, სპეციალურად „ნაციონალების“ დროინდელი კუდ-ის და პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსისთვის, შალვა ბოლქვაძისთვის ქმნის ზედამხედველობის სამსახურს. ერთი სიტყვით, ოზურგეთში, იმ ფონზე როცა პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებას აანონსებს, სწორედ „ნაცების“ აყვავება იწყება, _ ამბობენ მერიაში.

ირინა ინარიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს ინფორმაცია „მტკნარი სიცრუეა“.

ინფორმაციას უარყოფს შალვა ბოლქვაძეც და ამბობს, რომ „მუნიციპალიტეტში მუშაობის სურვილი არ აქვს“

ოზურგეთის მერიის ის თანამშრომლები, რომლებსაც რეორგანიზაცია ეხებათ, ჩვენთან პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ გათავისუფლების მოლოდინში არიან:

_ შარაშენიძემ დიდი ხნის წინ დაანონსა „წმენდა“ _ მოსვლის დღიდან „ოცნების“ აქტივისტების მოცილება უნდა. გვეგონა, ვერ შეძლებდა, არ მისცემდნენ იმის უფლებას, რომ სახლში გაეშვა ხელისუფლების მხარდამჭერი ადამიანები, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა. ამით მიგვახვედრა, რომ ოზურგეთი „ოცნების“ რუკაზე აღარ არის. სამაგიეროდ „ნაცების“ აღზევებაა დაიწყო. მათთან ოზურგეთის მერს პოლიტიკური ვალი აქვს, რომლის გასტუმრება კარგა ხანია დაიწყო და ახლა უნდა დააგვირგვინოს _ მომავალ წელს ხომ არჩევნებია?! _ ამბობენ მერიის თანამშრომლები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ წყენას აღარ მალავენ.

მათი თქმით, მმართველმა გუნდმა, რომელსაც წლების განმავლობაში გვერდით ედგნენ, ისინი მიატოვა:

_ ულუკმაპუროდ ვრჩებით და ამბავიც მკითხავიც კი არავინაა. არადა, ბევრი რამ გვაქვს ამ ხელისუფლებისთვის გაკეთებული. თუმცა, როგორც ჩანს ეს მათთვის არაფერს ნიშნავს, _ აღნიშნავენ რეორგანიზაციის მომლოდინე მერიის თანამშრომლები.

ისინი საკუთარი სიტყვების დასტურად ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, ოზურგეთის მერიის და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების იმ პოსტებს გვისახელებენ, რომლებშიც ხელისუფლებას და პარტიის თავმჯდომარის აგინებენ:

_ ერთ-ერთი ა(ა)პის დირექტორის მოადგილე, კახა კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარეს დედას აგინებს, მერიის პიარი გახარიას გადადგომას საჯაროდ ითხოვდა, მერის წარმომადგენლის თანაშემწე ხელისუფლებას ლანძღვა-გინებების არზას უძღვნიდა და მათთვის არავის არაფერი უთქვამს. ალბათ, ჩვენც ღიად უნდა გველანძღა, გვეგინებინა ხელისუფლება და სამსახურიდან გაშვება არ დაგვემუქრებოდა, _ ამბობენ მერიის თანამშრომლები.

ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე ოზურგეთის მერის კომენტარი მოგვეპოვებინა და გაგვეგო, რატომ გადაწყვიტა რეორგანიზაცია, თუმცა, შარაშენიძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს, როგორც წესი, არ უპასუხა.

ამ დროისთვის დაუზუსტებელია, როდის დაიწყებს შარაშენიძე მისთვის არასასურველი კადრების სახლის გაშვებას _ როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროცედურები უკვე დაწყებული აქვს, თუმცა, საშტატო ნუსხის დამტკიცებაზე მას საკრებულოს თანხმობა დასჭირდება.

რას იზამს საკანონმდებლო ორგანო რთული სათქმელია. როგორც ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე ამბობს, მერიას საკრებულოში ჯერ შესაბამისი დოკუმენტის პროექტი არ შეუტანია:

_ მერმა ცოტა ხნის წინ საკრებულოდან მოითხოვა ნებართვა რეორგანიზაციის დაწყებასა და რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცებაზე, რაზეც საკრებულომ, კანონმდებლობის შესაბამისად უარი უთხრა, რადგან ეს ჩვენი უფლება-მოსილება არ იყო და კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს მერის პირდაპირი მოვალეობაა. რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუაციას, ვიცი, რომ თანამშრომლებს გაფრთხილებები დაურიგდა, თუმცა, მერიას საკრებულოში ჯერ შესაბამისი დოკუმენტის პროექტი არ შემოუტანია. ველოდებით პროექტს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად დეტალურად შევისწავლით და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, _ ამბობს ღურჯუმელიძე.

_ ბატონო გიორგი, მერიის თანამშრომლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ამ რეორგანიზაციის მიზანი შარაშენიძისთვის არასასურველი პირების, „ოცნების“ მხარდამჭერების სახლში გაშვებაა. ისინი, ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა მარტო დატოვა და საკრებულოს იმედიც არ აქვს...

_ როგორც გითხარით, პროექტს, საკრებულოში შემოსვლისთანავე დეტალურად შევისწავლით და ეს პროცესი აბსულუტურად ღია და საჯარო იქნება. უპირველესად იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებული პირებია. წინასწარ კონკრეტულის თქმა შეუძლებელია, თუმცა, ის დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საკრებულო თვალს მიადევნებს, პროცესში არ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილების მიღება, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრისას გიორგი ღურჯუმელიძემ.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?